შ.პ.ს. „იმედი XXI” დაარსდა 2002 წელს, ქალაქ თელავში. კომპანიის
საქმიანობის სფეროს წარმოადგენს როგორც ჭაბურღილების ბურღვა სასმელი
და ტექნიკური წყლის მოსაპოვებლად ასევე წყალსადენების მშენებლობა
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას:
ჰიდრო-გეოლოგიური კვლევა
ჭაბურღილების პროექტირება
ჭაბურღილების ბურღვა (127-420 მმ საცავი მილებით, სიღრმე 50-400 მ)
ტუმბოების შერჩევა-მონტაჟი ჭაბურღილის დებიტის მიხედვით
ჭაბურღილების აღდგენა და რეაბილიტაცია
ტექნიკური კონსულტაცია და მხარდაჭერა
ჩვენს ორგანიზაციას გააჩნია სათანადო მატერიალური ბაზა და რესურსები,
ჰყავს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რათა წინასწარ მომზადებული
პროექტების შესაბამისად შეასრულოს ბურღვითი და სამონტაჟო სამუშაოები,
როგორც მცირე, ისე დიდი სიმძლავრის ჭაბურღილებისათვის საქართველოს
მთელს ტერიტორიაზე.
კომპანიის საკუთრებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებია:
ჩვენ ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ საქართველოს წამყვან
ჰიდროგეოლოგებთან და საპროექტო ორგანიზაციებთან. ბურღვითი და
სამონტაჟო სამუშაოები ხორციელდება მათ მიერ მომზადებული შესაბამისი
ჰიდროგეოლოგიური დასკვნების და პროექტების მიხედვით.